კორონავირუსს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

ეს პერსონა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

--------------------------------------------------------

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

„არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია, როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

0
0
0
24
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top