როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი - 7 რჩევა

ეს პერსონა

⬤ რა მოსწონთ მამაკაცებს ქალებში

სტერეოტიპი, რომ მამაკაცები მხოლოდ ქალის გარეგნობით ინტერესდებიან დღეს უკვე არააქტუალურია. როგორც ამ თემაზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, მამაკაცები ხანგრძლივ და საინტერესო ურთიეთობას ეძებენ, გარეგობა კი მოკლევადიან ეეფქტს ახდენს.

-------------------------------------------------------------------------------------

გაეცანით რჩევებს, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ:

1. იყავით დამოუკიდებელი

როგორც აღმოჩნდა მამაკაცების უმეტესობას ამბიციური და  დამოუკიდებელი ქალები მოსწონთ. დამოუკიდებლობა, მათ შორის ფინანსური -  ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი წინაპირობაა. 

2. მამაკაცებს ჭკვიანი ქალები მოსწონთ

არ არის აუცილებელი ნობელის პრემიის მფლობელი იყოთ, საკმარისია საინტერესოდ საუბარი შეგეძლოთ. გაუსვით ხაზი თქვენ ინდივიდუალობას; ისაუბრეთ თუნდაც ჰობზე, პირად ინტერესებზე. არ არის აუცილებელი პარტნიორის ყველა მოსაზრებას  დაეთანხმოთ,  გაუზირეთ თქვენი ხედვა ზოგად საკითხებსა და ცხოვრებაზე. ეს მათთვის უფრო საინტერესოა.

3. ისწავლეთ მოსმენა 

აღიარებული ფაქტია, რომ ქალები უფრო მეტს ლაპარაკობენ ვიდრე მამაკაცები, (ეს შესაძლოა გენდერული სტერეოტიპიცაა) თუმცა, ჯობს ორივე მხარემ თანაბრად შეძლოს აზრის გადმოცემა.  შეეცადეთ უფრო მეტი შეიტყოთ თქვენი პარტნიორის შესახებ. ეცადეთ  საკუთარ თავზე ბევრი ინფრომაცია არ გასცეთ - ეს მას უფრო დააინტერესებს.

4. ხშირად გაიღიმეთ 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  იუმორის გრძნობა და სიცილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მომღიმარი ქალი მიმზიდველ და უშუალო ადამიანად აღიქმება. ამასთან, ბევრი მამაკაცი აღიარებს, რომ მომღიმარ ქალბატონთან ურთიერთობის დაწყება ბევრად სასიამოვნოა და მარტივია. 

5. შეიყვარეთ საკუთარი თავი 

ეს არ ნიშნავს, რომ უახლესი კოლექციის ტანსაცმელი ან დიდი ოდენობით მაკიაჟი გჭირდებათ.  შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ - დაინახეთ  თქვენი ბუნებრივი სილამაზე. იდეალური არავინაა, ამიტომ ხაზი გაუსვით თქვენს ინდივიდუალობას.

6. იყავით თავდაჯერებული 

მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებმაც იციან რა უნდათ.  გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულებების მიუხედავად,  მამაკაცი არ ეძებს უბრალოდ ლამაზ ქალს; მას ჭირდება პარტნიორი, რომელსაც საკუთარ ცხოვრებას გაუზიარებს. ალბათ,  არ არსებობს მამაკაცისთვის იმაზე არამიმზიდველი ქალი, რომელსაც მუდამ ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში.

7. ეცადეთ მშვიდი და გაწონასწორებული იყოთ 

მშვიდ და ემოციურად გაწონასწორებულ ადამიანთან ურთიერთობა ყველასთვის სასიამოვნოა. მამაკაცები აფასებენ ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე სიტუაციაშიც კი პოზიტივის პოვნა.  ეცადეთ პრობლემებს მარტივად შეხედოთ.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top