სომხეთი საქართველოს დახმარებისთვის მადლობას უხდის

ეს პერსონა

⬤ სომხეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობას უხდის


ლარსის გამშვებ პუნქტზე მყოფი სომხეთის 140 მოქალაქე საქართველოს გავლით სომხეთში დაბრუნდება. ამის შესახებ განცხადება სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა გააკეთა. მან საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რუს და ქართველ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და მათი კეთილი ნების წყალობით, შესაძლებელი გახდა, გამონაკლისის სახით, 20 მარტის 20:00 საათის მდგომარეობით, რამდენიმე დღის განმავლობაში ლარსის გამშვებ პუნქტზე მყოფი სომხეთის რესპუბლიკის 140 მოქალაქე საქართველოს გავლით სომხეთში დაბრუნდება“, - აღნიშნავს სომხეთის ვიცე-პრემიერი.

 

1
1
1
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top