კორონავირუსის 32 955 ახალი შემთხვევა და 1 683 გარდაცვლილი - მხოლოდ 1 დღეში

ეს პერსონა

⬤ მსოფლიოს 187 ქვეყანაში, სულ კორონავირუსის 303 059 შემთხვევა დაფიქსირდა



➥ საქართველო

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 49-ს მიაღწია. მათ შორისაა 1 გამოჯანმრთელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს ახლა 48 ადამიანი ებრძვის. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ისინი რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც შესაძლოა გამოჯანმრთელების ახალი ფაქტები დადასტურდეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკარანტინო ზონებში 1966 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პარლამენტმა მხარი დღესვე დაუჭირა. არსებული მდგომარეობა ერთი თვით, 21 აპრილამდე შენარჩუნდება.


➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოს 187 ქვეყანა მოიცვა. გასულ ერთ დღეში ვირუსის 32 955 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შემთხვევათა რაოდენობამ 303 059-ს მიაღწია. გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელმაც 12 955-ს მიაღწია. 

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან სულ 94 625 ადამიანი განიკურნა.

ამ დროისთვის, დაავადების მიმდინარე ფაზაში 195 479 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 9 369 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.



➥ იტალია

ამჟამად, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ევროპა, უფრო მეტად კი იტალია ითვლება. გასულ 24 საათში, აპენინის ნახევარკუნძულზე ვირუსით ინფიცირების 6 557 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ 53 578-ს მიაღწია.

კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა 4 825 შეადგინა, ხოლო გასულ ერთ დღეში ვირუსმა რეკორდულად ბევრი - 793 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.



➥ თურქეთი

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში სულ 670 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 9 ფატალურად დასრულდა.

თურქეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.



➥ აზერბაიჯანი

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 21 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის სულ 53 შემთხვევაა აღრიცხული.

მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 44 პაციენტიდან 11-მა სრული გამოჯანმრთელება შეძლო.



➥ სომხეთი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი  24-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 160-ს მიაღწია.

ქვეყანაში ვირუსისგან სულ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა სიცოცხლის გადასარჩენად 159 ადამიანი იბრძვის.

16 მარტს, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top