სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ

ეს პერსონა

⬤ სამართალდამცველებმა არ დააკონკრეტეს, რისთვის გამოცხადდნენ ისინი ტაძარში, სადაც ამ წუთებში საკვირაო წირვა მიმდინარეობს



სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.

მედიის წარმომადგენლებს მათ მიუთითეს, რომ მათი გამოცხადების დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდნენ.

დღეს დილიდან სამების საკათედრო ტაძარში ხალხმრავლობაა. თუმცა, სტიქაროსნები მრევალს მოუწოდებენ, რომ მათ შორის 1-მეტრიანი დისტანცია იყოს.

ამასთან, მრევალს შეუძლია წირვის მიმდინარეობა ტაძრის გარეთ უზრუნველყოფილი გახმოვანების სისტემის მეშვეობით მოისმინოს.

ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად იმყოფება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. წირვის დასრულების შემდეგ დაგეგმილია პატრიარქის ქადაგება

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top