საქართველოში: გამოჯანმრთელებულია 3, დაინფიცირებულია 54, კარანტინშია 2956

ეს პერსონა

⬤ საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა



საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა, მათი რიცხვი კი სულ სამს შეადგენს.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ უკვე დატოვა, ერთი კი საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.

„დავიწყებ სასიამოვნო ინფორმაციით, გუშინ გითხარით, რომ მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტზე განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა პაციენტმა გუშინ უკვე დატოვა ჩვენი დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვთქვათ, რომ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

22 მარტის მონაცემებით, ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 54-ს მიაღწია. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკარანტინო ზონებში 2956 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 291.

2
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top