დღეს სეპარატისტული აფხაზეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს

ეს პერსონა

⬤ დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს



დე ფაქტო აფხაზეთში არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, ესენია: ოპოზიციის კანდიდატი და პარლამენტის მოქმედი წევრი ასლან ბჟანია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაშპა და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა.

ყველა საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებისა და დამკვირვებლებისთვის უსაფრთხო მუშაობისთვის სპეციალური პირობებია შექმნილი. ე.წ. ცესკოს მიეწოდა ინდივიდუალური ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ მიიღეს.

აფხაზეთის ამ საპრეზიდენტო არჩევნებს წინ სკანდალი უძღოდა. გასული წლის 8 სექტემბერს, რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიციამ ეს გააპროტესტა, რადგან მან ხმათა მხოლოდ 47 პროცენტი დააგროვა იმ დროს, როდესაც კანონის თანახმად, ამისათვის საჭირო იყო კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ს +1 ხმა.

მდგომარეობა გაამწვავა, ნოემბერში, სოხუმის ცენტრში, პოპულარულ რესტორანში, შუადღისას გახმაურებული სამმაგი მკვლელობის ამბავმა. ცნობილი გახდა, რომ თავდასხმაში მონაწილეთაგან ერთ-ერთი, რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრი იყო.
2020 წლის 9 იანვარს, მოკლულების ახლობლებმა და მეგობრებმა, ათასამდე ადამიანმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე და მისი გადადგომა მოითხოვეს. 

12 იანვარს, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ განაცხადა. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს დაინიშნა.

პრეზიდენტობის კანდიდატები

ასლან ბჟანია - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია. 2 მარტს, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგურ არძინბა - წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ის ეკონომიკის მოქმედი მინისტრი და ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია - 39 წლის.

ლეონიდ ძიაფშიპა - ის პარტია „აკზაარას“ სახელით მონაწილეობს. ძიაფშიპა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია (2010-2011 წლებში და შემდეგ 2015-2016 წლებში) და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2007 წლიდან მოყოლებული.

მათგან ასლან ბჟანია ერთადერთია, რომელმაც ღიად განაცხადა თბილისთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ.

ტეგები:
0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top