იტალიაში COVID-19-ით 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა

ეს პერსონა

⬤ იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 30 სასულიერო პირი დაიღუპა


 

ვატიკანის ინფორმაციით, იტალიაში COVID-19-ს 30 სასულიერო პირი ემსხვერპლა.

16 სასულიერო პირი ბერგამოში გარდაიცვალა, 15 კი ჰოსპიტალიზებულია.

ხუთი სასულიერო პირი გარდაიცვალა პარმაში. იტალიური მედიის ინფორმაციით, პარმაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 54 წლისაა.

ახალი კორონავირუსით იტალიაში ბოლო 24 საათში 654 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 5 476 ადმიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულია 59 138.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top