კორონავირუსის 37 765 ახალი შემთხვევა და 1 627 გარდაცვლილი - მხოლოდ 1 დღეში

ეს პერსონა

⬤ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ 24 საათში 14 550 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა



➥ საქართველო

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 54-ს მიაღწია. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს კორონავირუსისგან 5 პაციენტი განიკურნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს ახლა 49 ადამიანი ებრძვის. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკარანტინო ზონებში 3254 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არსებული მდგომარეობა ერთი თვით, 21 აპრილამდე შენარჩუნდება.


➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოს 190 ქვეყანა მოიცვა. გასულ ერთ დღეში ვირუსის 37 765 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შემთხვევათა რაოდენობამ 340 824-ს მიაღწია. გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელმაც 14 582 შეადგინა. 

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან სულ 97 574 ადამიანი განიკურნა.

ამ დროისთვის, დაავადების მიმდინარე ფაზაში 228 668 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 10 620  პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.


➥ იტალია

ამჟამად, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ევროპა, უფრო მეტად კი იტალია ითვლება. გასულ 24 საათში, აპენინის ნახევარკუნძულზე ვირუსით ინფიცირების 5 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ 59 138-ს მიაღწია.

კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა 5 476 შეადგინა, ხოლო გასულ ერთ დღეში ვირუსმა 651 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


➥ თურქეთი

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში სულ 1 236 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 30 ფატალურად დასრულდა. გასულ 24 საათში, ქვეყანაში 566 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

თურქეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.


➥ აზერბაიჯანი

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 21 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის სულ 65 შემთხვევაა აღრიცხული.

მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 65 პაციენტიდან 11-მა სრული გამოჯანმრთელება შეძლო.


➥ სომხეთი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი  43-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 194-ს მიაღწია.

ქვეყანაში ვირუსისგან სულ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა სიცოცხლის გადასარჩენად 192 ადამიანი იბრძვის.

16 მარტს, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

 

* გარეკანის ფოტო The New York Times

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top