მარნეულისა და ბოლნისის რაიონები ჩაიკეტა

ეს პერსონა

⬤ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები დაიხურა - იკრძალება შესვლა-გამოსვლა


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონები დაიხურა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს არის ის შემთხვევა, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, როგორ ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top