აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტად ასლან ბჟანია "აირჩიეს" - პუტინი კმაყოფილია

ეს პერსონა

⬤ დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია დაახლოებით 57,1%-ით აირჩიეს



ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანია ლიდერობს, რომელმაც ამ დროისთვის დათვლილი ბიულეტენების თანახმად, ხმების, დაახლოებით, 55,83% დააგროვა, რაც დაახლოებით 21 ათასი ხმაა.

მეორე ადგილზეა ადგურ არძინბა, რომელსაც ხმა 37,96%-მა მისცა. მესამე ადგილზე ლეონიდ ძიაშფაა 1,46%-ით. ყველას წინააღმდეგ კი ხმა 1 %-მა მისცა.

ადგურ არძინბამ ასლან ბჟანიას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. არძინბამ დამარცხება ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა.

„ასლან ბჟანიამ, წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა და მე მას ამ გამარჯვებას ვულოცავ", - განაცხადა მან.

დღევანდელ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 80 ათასმა ადამიანმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top