მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს - ვიდეო

ეს პერსონა

მარნეულში, გვიან ღამით,  რამდენიმე ათეული სამხედრო ავტომობილი შევიდა

................................................................................................

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

კორონავირუსი არის პანდემია, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მოვერევით და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება.

ვემსახურებით საქართველოს!", - წერს ღარიბაშვილი.

0
1
1
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top