კორონავირუსი: რა ვითარებაა საქართველოში 23 მარტის მდგომარეობით

ეს პერსონა

კორონავირუსი: რა ვითარებაა საქართველოში,  23 მარტის მონაცემებით



საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსგან 5 პირი განიკურნა. ინფიცირების სულ 54 შემთხვევაა დადასტურებული. 

3254-მდე გაიზარდა კარანტინის რეჟიმში მყოფი ადამიანების რიცხვი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი  - 233 პირი იმყოფება.

რამდენიმე წუთის წინ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ  მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პირმა დატოვა.

„ჩვენთან ჩატარებული განმეორებითი გამოჯანმრთელების ტესტით 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოემატა გუშინ კიდევ. ამ 5 პაციენტიდან გუშინ 2-მა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი ანუ ჯამში უკვე 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი" , -აღნიშნა ეზუგბაიამ. 

მისივე ინფორამციით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა "პროგრესულად სერიოზულია".

ჩვენთან მყოფი 30 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა პროგრესულად სერიოზულია, ანუ პრობლემური პაციენტები არიან. ეს პრობლემურობა გამოწვეულია ამ ოთხი პაციენტის ასაკობრივი ზღვარის გამო, ერთ-ერთ მათგანს მაღალი ასაკობრივი ხანდაზმულობით და პარალელურ რეჟიმში, თითოეულ პაციენტთან არის თანაარსებული მძიმე დაავადებები. ერთთან არის მძიმე ნევროლოგიური დაავადება, მეორესთან მძიმე ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. ჯერჯერობით, არსებულ მკურნალობას გარკვეულწილად ექვემდებარებიან და ასეთი მზარდი პროგრესირება არ შეინიშნება", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

 

3
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top