რჩევები მშობლებს: როგორ გავართოთ ბავშვი სახლში?

ეს პერსონა

⬤ როგორ გავართოთ ბავშვები 

........................................................................................

მაშინ, როდესაც  მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურულია, შეზღუდულია ქუჩებში მოძრაობა, აკრძალულია გასართობი ცენტრების ფუნქციონირება  და რეკომენდირებულია სახლში ყოფნა, მშობლები ერთგვარი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ; ყველაფრისგან მოცლილი და ენერგიით სავსე პატარები მთელი დღის განმავლობაში სახლში ”დაძრწიან” და რაიმე საინტერესოს ეძებენ.

თუ როგორ გავართოთ ბავშვი ისე, რომ ეკრანს არ მიეჯაჭვოს, დაგვეთანხმებით, არც ისე მარტივია. 

გადაიკითხეთ ჩვენი რჩევები -  იქნებ ამ გამოწვევასთან გამკლავებაში დაგეხმაროთ.

 

1. სამაგიდო თამაშები - სამაგიდო თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. თამაშისას ბავშვი, პირველ რიგში, წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინება (როცა თავის რიგს ელის),  მოგებისაკენ სწრაფვა  და წაგებასთან შეგუება.  ეს თამაშები ასწავლის ბავშვს  სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე რაც, მომავალში გამოადგება.

 

2.    ფაზლი -  ფაზლი, აუმჯობესებს მცირე მოტორიკას. თუ კი თქვენ საინტერსო სიუჟეტის ფაზლს მიაწვდით ბავშვს ის აუცილებლად გაერთობა.  თავდაპირველად კი,  დაეხმარეთ - ეს მნიშვნელოვანია!

 

3.  წიგნი  - ყველაზე კარგი გზა  რათა ბავშვი წიგნით დაინტერესდეს ისაა, რომ თავად წაუკითხოთ მას წიგნი.  წაუკითხეთ  მარტივი შინაარსის ზღაპრები  გოჭებსა თუ დათვებზე, პრინცესებზე თუ პრინცებზე, ეს მათ ძალიან დააინტერესებთ.   არ უნდა  დაგვავიწყდეს  მგლისა და წითელქუდას არტისტული  ,,გახმოვანება“! 

 

4.  განმავითარებელი თამაშები -  საბავშვო ჟურნალები,  გასაფერადებლები, ფერადი ფანქრები და პლასტელინი - ეს ნივთები დაგეხმარებათ  გაიხსენოთ  თქვენი ბავშვობის ,,შემოქმედება“. ასწავლეთ შვილებს თუ  როგორ დახატონ  ცხოველები, ყვავილები  და სახლები.  ერთად გამოძერწეთ ნაცნობი საგნები და  აუცილებლად შეაქეთ პროცესის დროს. 

 

5.   ფერადი ქაღალდები -   საინტერესო პროცესია; ბავშვებთან ერთად  შეგიძლიათ დახატოთ, გამოჭრათ და შექმნათ კომპოზიციები.

 

6. დამალობანა - ეს აქტიური თამაში ბავშვებს ახალისებთ. საინტერესოა,  სად გადაწყვეტს ის დამალვას ფარდის უკან თუ, მაგიდის  ქვეშ?!

 

7.   სიმღერა - იმღერეთ და ასწავლეთ ბავშვებს საბავშვო მელოდიები. შესაძლოა სიმღერა თქვენი ძლიერი მხარე არაა, მაგრამ მერწმუნეთ,  ეს მათ გააბედნიერებთ. თუკი  მუსიკალურ ინსტრუმენტებზე  დაკვრასაც შეძლებთ - ეს ძალიან კარგი იქნება.

 

8.  მზარეული -  მიეცით მათ ტაფა და ქვაბი, სადილისთვის საჭირო სხვადასხვა ინგედიენტი -  ეს პროცესი მათ ძალიან გაართობთ.

 

9.  ტელევიზორი -  ამას ვერსად გავექცევით. შეურჩიეთ  საინტერესო  და შემეცნებითი მულტფილმი პატარას და არ დაგავიწყდეთ დროის განსაზღვრა.

 

10.    სასარგებლო  საქმიანობა -  რასაც ბავშვს ახლა ასწავლით,  მომავალში აუცილებლად გამოადგება. მიაჩვიეთ ბავშვი  სათამაშოების დალაგებას თამაშის შემდგომ , საკუთარი ნივთებისა და ტანსაცმლის დაწყობას. პატარებს ხშირად სიამოვნებთ კიდეც დიდების როლში ყოფნა და მათი მიბაძვა.

 

და ბოლოს, დატკბით პატარებთან ყოფნითა და ერთად გატარებული დღეებით, ეს ხომ  ხშირად  გვაკლია თანამედროვე ცხოვრების რიტმის გამო ! :)

3
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top