საქართველოს მოქალაქეებს ევროპის 6 ქალაქიდან სამშობლოში დააბრუნებენ - განრიგი

ეს პერსონა

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უკვე შედგენილია მომდევნო 2 კვირის ფრენების განრიგი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან.

  • 23 მარტს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ბერლინის მიმართულებით და უკან. (მინისტრის თქმით, საელჩოების დახმარებით ბერლინში შეიკრიბენ გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნებში მყოფი მოქალაქეები);
  • 24 მარტს ეგეოსის ავიახაზები საბერძნეთიდან თბილისში ჩამოიყვანს საქართველოს მოქალეებს და საბერძნეთის მოქალაქეებს წაიყვანს უკან;
  • 26 მარტს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ვენის მიმართულებით და უკან;
  • 31 მარტს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ამსტერდამის მიმართულებით და უკან;
  • 3 აპრილს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ვარშავის მიმართულებით და უკან;
  • 7 აპრილს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ათენის მიმართულებით და უკან;
  • 10 აპრილს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ლარნაკაში და უკან.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ ამ რეისებზე ბილეთის ფასი არ აღემატებოდეს €199-ს. მისი თქმით, ეს წესი უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს რეისებს.

3
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top