„ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო“ - 5 YouTube-არხი სახლში ვარჯიშისთვის

ეს პერსონა

⬤ ეს 5 YouTube-არხი სახლში ვარჯიშს გაგიმარტივებთ

............................................................................................................................................................................................................

დღეს სუპერგმირობა არც ისე რთულია -  მსოფლიოს გადარჩენა სახლში ყოფნით შეიძლება, თუ რა თქმა უნდა, ამას ყველა ადამიანი გაითავისებს.  მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები, ცნობილი, თუ უცნობი ადამიანები სოციალური ქსელებითა და ტელევიზიიით, სახლში ყოფნისკენ მოგვიწოდებენ. ბევრმაც არ დააყოვნა: ბურღულეული მოიმარაგა და ელოდებიან, თუ როდის გადაივლის კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. გამუდმებით სახლში ყოფნა, არც ისე მარტივია. ბურღულეული და არაფრის კეთება ერთად კი, ცუდი კომბინაციაა მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკვე  გაზაფხულია და კორონავირუსის მიუხედავად,  ზაფხული მაინც მოვა. 

"ეS პერსონა" გთავაზოთ 5 საუკეთესო უფასო Youtube-არხს, რომლებიც ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ .

 

1. The Fitness Marshall 

თუ  რთული ვარჯიშების შესრულება გეზარებათ, ან არ იცით როგორ უნდა ივარჯიშოთ, ეს არხი მისწრებაა. The Fitness Marshall-ი ზედმეტ კილოგრამებს პოპმუსიკით და ცეკვით დაგაკარგვინებთ.

 

 

2. Popsugar Fitness

 აქ ნებისმიერი ადამიანი აღმოაჩენს  იმ ვარჯიშს, რომელიც მას უნდა . Popsugar Fitness-ი დააინტერესებს, როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, ასევე მათ ვინც კარდიო-ვარჯიშის მნიშნველობაც არ იცის.

 

 

3. Blogilates  

კარგად დამუშავებული მუცლის პრესი ალბათ ყველას ოცნებაა. მათთვის, ვისაც მუცელზე ზედმეტი კილოგრამები აღიზიანებს, Blogilates-ის ვარჯიშები იდეალური გამოსავალია. ამ არხს  4,5 მილიონი გამომწერი ჰყავს Youtube-ზე და შესაძლებელია  ნებისმიერ სავარჯიშოს სახლის პირობებში შესრულება.  

 

 

4. Yoga With Adriene

თუ თქვენ ინდივიდუალური მიდგომა მოგწონთ, ეძებთ საუკეთესო მწვრთნელს, რომელიც თქვენს პრობლემებს გაითვალისწინებს, ამ არხზე ყველა კითხვის პასუხს მიაგნებთ.

 

 

5. Leslie Sansone's Walk at Home

ეს ზუსტად ის არხია, რომელიც უმრავლესობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს .თვითიზოლაციის დროს სეირნობა ყველასთვის სანუკვარი და სანატრელი რამ გახდა. 15 წუთის განმავლობაში ეს ქალბატონი კილომეტრ-ნახევარს ისე გაგატარებთ, რომ ოთახის დატოვება არ მოგიწევთ.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top