მარნეულის მერი: გავრცელებული კადრები 22 მარტს გარდაბანშია გადაღებული

ეს პერსონა

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, "რადიო მარნეულის" მიერ გავრცელებული კადრები 22 მარტს, გარდაბანშია გადაღებული და არა მარნეულში.

"ეს კადრები არ არის მარნეულიდან და არც დღევანდელია!  გუშინ, 22 მარტს გარდაბანში, მეშვიდე არხის დასახლებაში, ერთ-ერთ ოჯახს ჰქონდა სურვილი გაეშალა სუფრა ეზოში მდებარე ფარეხში, თუმცა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციამ ამისი უფლება არ მისცა, რის გამოც მოხდა მცირე შელაპარაკება (მეზობელთან). სიტუაცია მალევე განიმუხტა." - ამის შესახებ ზაურ დარგალმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "რადიო მარნეულმა" გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა ასახული. მედიასაშუალება წერდა, რომ ვიდეო მარნეულში იყო გადაღებული.

 

0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top