კორონავირუსის 31 867 ახალი შემთხვევა და 1 732 გარდაცვლილი - მხოლოდ 1 დღეში

ეს პერსონა

⬤ COVID-19 მსოფლიოში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა



➥ საქართველო

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 61-ს მიაღწია. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 8 ადამიანი განიკურნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს ახლა 54 ადამიანი ებრძვის. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკარანტინო ზონებში 3222 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 237

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ამის მიზეზი დაავადებული ქალბატონის კონტაქტების ფართო წრეა.

ამასთანავე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არსებული მდგომარეობა ერთი თვით, 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

 

➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოს 195 ქვეყანა მოიცვა. გასულ ერთ დღეში ვირუსის 31 867 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შემთხვევათა რაოდენობამ 372 691-ს მიაღწია. გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელმაც 16,314 შეადგინა. 

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან სულ 101 383 ადამიანი განიკურნა.

ამ დროისთვის, დაავადების მიმდინარე ფაზაში 254,994 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 12,206  პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.



➥ იტალია

ამჟამად, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ევროპა, უფრო მეტად კი იტალია ითვლება. გასულ 24 საათში ქვეყანაში  ვირუსით ინფიცირების 4 789 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ 63 927-ს მიაღწია.

კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა რეკორდული მაჩვენებელი 6 077 შეადგინა.



➥ თურქეთი

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში სულ 1 236 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 30 ფატალურად დასრულდა.

თურქეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.



➥ აზერბაიჯანი

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 23 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის სულ 72 შემთხვევაა აღრიცხული.

მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 72 პაციენტიდან 10-მა სრული გამოჯანმრთელება შეძლო.



➥ სომხეთი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი  43-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 194-ს მიაღწია.

ქვეყანაში ვირუსისგან სულ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა სიცოცხლის გადასარჩენად 192 ადამიანი იბრძვის.

16 მარტს, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top