7 ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში ძალიან პოპულარულია

ეს პერსონა

მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ქართული პროდუქტები

..............................................................................................................................................................................

 

1.ღვინო/ ქინძმარაული

8000 წლის წინ, საქართველომ პირველად დაწურა ყურძნის წვენი და მას შემდეგ, ეს პროცესი არ გაჩერებულა. საქართველოდან  ექსპორტზე მილიონობით ბოთლი ღვინო გადის: ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, შვედეთში, ჩინეთში, გერმანიაში, ინგლისში, ჰონგ–კონგში, ინდოეთსა და  სხვა დიდ ქვეყნებში, თუმცა ქართული წარმომავლობის ღვინოებში, ერთ-ერთი  მსოფლიომ განსაკუთრებით შეიყვარა; გასულ წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საფერავის კუპაჟირებით მიღებული ქინძმარაულის  7 მილიონმდე  ბოთლი გაიყიდა. 

 

 

2. ხაჭაპური / აჭარული ხაჭაპური 

რეგიონის სიმბოლოდ ქცეული აჭარული ხაჭაპური, 2019 წელს გამოცემა Tasteatlas-ის რეიტინგში, მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის მოხვდა.  მსოფლიოსს ხვადასხვა აქვეყანაში  არსებულ ქართულ რესტორნებში კი, ხაჭაპური ყოველთვის ყველაზე გაყიდვად პორდუქტად რჩება. ალბათ მაღალმა პოლულარობამ განაპირობა ის, რომ  ზოგჯერ ჩვენი მეზობლების მხრიდან ადგილი აქვს ხაჭაპურის მითვისების მცდელობას;  ბევრია შემთხვევა, როდესაც კერძს, როგორც აზერბაიჯანულ, ან სომხურ პორდუქტს ისე წავაწყდებით ევროპის სხვადასხვა ქალაქში. 

 

 

3. შქმერული

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი მაღალმთიან რაჭაში, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე სოფელი შქმერი მდებარეობს.  ამ სოფელს სახელი განთქმული აქვს საკუთარი უნიკალური რეცეპტით.  ალბათ, არაერთხელ ამოგვიკითხავს რესტორნის მენიუში ცხელი კერძების განყოფილებაში შქმერული და ცოტამ თუ ვიცოდით მისი წარმომავლობა. დინჯმა რაჭველებმა ამ კერძით, იაპონია დაიპრყეს. რესტორნების ქსელმა "მაცუიამ", რომელსაც იაპონიაში 1000-ზე მეტი რესტორანი აქვს, "შქმერული" მომხმარებლებს გასული წლის დეკემბერში შესთავაზა. სიახლემ იაპონელების ყურადღება მიიქცია, დღეს კი პაწაწინა შქმერის საფირმო კერძი, მცირე აღმოსავლური ელემენტების დამატებით,  იაპონელების ერთ-ერთ საყვარელ კერძად გადაიქცა.

 

 

4. ბორჯომი 

უნიკალური მინერალური წყალი ბორჯომის ხეობიდან, რომელმაც საქართველოს სახელი გაუთქვა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. "პერესტროიკის" პერიოდში არსებობდა მოსაზრება, რომ მხოლოდ "ბორჯომის" გაყიდვით, ეკონომიკის აღორძინება შეიძლებოდა . დღეს ეს წყალი,  მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში იყიდება. 2018 წლის მონაცემებით, "ბორჯომის" ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 120 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 

 

 

5. ქართული/კავკასიური ნაგაზი 

გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ ქართველთა წინაპარ ტომებს – ხეთებსა და სუბარებს ჰყოლიათ ეს ჯიში მოშენებული. ქართულმა ნაგაზმა თავისი სიძლიერით და სიდინჯით, არა მარტო ქართველების, არამედ მსოფლიო კინოლოგების ყურადღება არაერთხელ მიპყრო. ქართული ჯიში განსაკუთრებული პოპულარობით, საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებსა და ჩრდილო ამერიკაში სარგებლობს. ნაგაზს ძრითადად კერძო საკუთრების დასაცავად იყენებენ.

 

 

6. Tsikolia/ციკოლია

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ,  საათების კერძო კომპანია „UNIQ“ 2011 წელს დააარსა, რომლის ყველა მოდელის დიზაინი შექმნილია საქართველოში და წარმოებულია შვეიცარიაში. 2015 წლიდან,  საათები მისი გვარით TSIKOLIA – გამოდის. დიზაინერის ინსპირაციის წყარო ავიაცია, სამხედრო ტექნიკა , სარბოლო მანქანებია. ბრენდი, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საკმაოდ პოპულარულია.

 

 

7. ჩაკრულო 

2001 წელს, ქართული მრავალხმიანობა UNESCO-ს მიერ აღიარებული იქნა როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, ხოლო 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციაზე საქართველოს მიერთების შემდეგ, ქართული მრავალხმიანობა შეტანილ იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. მაგრამ ეს მხოლოდ მშრალი ფაქტებია იმ სითბოსთან, რასაც ჩვენი პოლიფონია გადმოგვცემს. ჩაკრულო კი, უნიკალური მაგალითია, რადგან ამ  მუსიკამ არა მხოლოდ მსოფლიო, არამედ გალაქტიკა დაიპყრო. დიახ ეს ასეა!  ამერიკელი ფოლკლორისტის, ალან ლომაქსის და პროექტის ხელმძღვანელის,  ქალბატონ ენნ დრუიენის ძალისხმევით, ილია ზაქაიძეს და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული "ჩაკრულო"  1977 წლის 20 აგვისტოს, კოსმოსურ ხომალდ Voyager 2 - ზე მოხვდა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top