კორონავირუსი: ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა საქართველოში

ეს პერსონა

⬤ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ამერიკის კლასტერიდან ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა


საქართველოში COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

3320-მდე გაიზარდა კარანტინის რეჟიმში მყოფი ადამიანების რიცხვი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი  - 235 ადამიანი იმყოფება.

რამდენიმე წუთის წინ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ  მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთ გამოჯანმრთელებული, მეცხრე პაციენტი დატოვებს. ამ დროისთვის, მას დამატებითი შემოწმება უტარდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კი თბილისის ინფექციური საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top