მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახები

ეს პერსონა

⬤ 10 უმდიდრესი ოჯახი მსოფლიოში

.................................................................................................. 

ამ ოჯახების საერთო შემოსავალი  3,4 ტრილიონი დოლარია, რაც გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის  საერთო ეკონომიურ შემოსავალს აღემატება.

 

1. The Dumas Family /დუმასების ოჯახი საფრანგეთიდან:

ქონების სავარაუდო ღირებულება  - 49, 2 მილიარდი დოლარი.
დუმასების ოჯახი არასდროს ერიდება ყურადღების ცენტრში ყოფნას და მათი შემოსავლის დამალვას.  სწორედ ამ ოჯახს ეკუთვნის მაღალი დონის  მოდის ბრენდი ,,ჰერმესი“, რომლის შემოსავალი 29,2 მილიარდი დოლარია. ოჯახის სიმდიდრე სწორედ "ჰერმესმა" განაპირობა, რომელიც 1837 წელს დაარსდა და  იქცა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრენდად  21-ე საუკუნის მოდის ფლაერებისთვის.

 

 

2.  The Brin Family/ ბრინის ოჯახი ამერიკის შეერთებული შტატებიდან

ოჯახი დაახლოებით 51,1  მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

სერგეი ბრინი არის  ონლაინ ტექნოლოგი და ისეთი საიტების თანადაფუძნებელი, როგორებიცაა ,,Google” და ,,Larry”.  ის ამჟამად,   კომპანია ,,Alphabet inc”-ის პრეზიდენტია. მილიარდერი ახლახანს დაშორდა მის მეუღლეს, ანა ვოჯიკს, რომლის ქონების სავარუდო ღირებულებაც  480 მილიონი დოლარია.

 


   

3.  The Ambani family/ ამბანის ოჯახი ინდოეთიდან:

სავარუდო ქონება -  52, 3 მილიარდი დოლარი

ზიურუბაი ამბანი არის   საფეიქრო კომპანია ,,Reliance Industies”  თანადამფუძნებელი. მან შეძლო და პატარა  კომპანია მალევე გადაქცია უდიდეს   კონგლომერატად ინდოეთში.
ამბანის  ქონება თანაბრად არის განაწილებული მის შვილებში, რომლებიც დღემდე მუშაობენ კომპანიაში და აქციების უდიდესი წილის მფლობელელბი არიან. 

 

 

 

4.  The Page Family /პეიჯების ოჯახი ამერიკის შეეერთებული შტატებიდან

ქონების სავარაუდო ღირებულება- 52,4 მილიარდი დოლარი
,,Google”- ის თანამფუძნებელი ლარი პეიჯმა საკუთარი  ქონების ღირებულება  52,4 მილიორდ დოლარამდე გაზარდა და ამჟამად იკავებს გენერალური დირექტორის თანამდებობას ,, Alphabet Inc“-ში, სადაც მას სიმბოლურად წელიწადში 1 დოლარს უხდიან. 
 ლარი პეიჯი თავის ქონებას მეუღლეს  ლუსინდა საუზვორზს და 2  მცირეწლოვან შვილს უზიარებს. 

 

 

5. The Albrecht Family/ ალბრეხტის ოჯახი გერმანიიდან:

სავარაუდო ქონება -  53, 2 მილიარდი დოლარი 
,,Aldi” -ის  სუპერმარკეტების ქსელის დამფუძნებლები კარლი და თეო ალბრეხტები,  ასევე უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენლები  არიან. ბიზნესშეხედულებების თანხვედრის არქონის გამო  1960 წელს  .. Aldi” – ის სუპერმარკეტი  ორ ობიქტად ,,Aldi Nord” და ,, Aldi Sud“- ად გაიყო და გახდა ცალკეული  წარმატებული ქსელი. ორივე ძმამ აიღო მართვის სადავებიი საკუთარ ხელში და გახდნენ წარმატებულები  საერთაშორისო მასშტაბით მსოფლიოში. ალბრეხტების  მემკვიდრეობას დღეს მათი შვილები და შვილიშვილები განკარგავენ.

 

 

6. The Chakri Family /ჩაკრის ოჯახი ტაილანდიდან:

ფლობენ დაახლოებით  60 მილიარდი დოლარის ქონებას
 ჩაკრის ოჯახი  ბოლო 237 წელიწადის განმავლობაში ტაილანდის მმართველია  და უდიდესი პატივისცემითი სარგებლობს  ადგილობრივ მოსახლეობაში. ოჯახი შედგება  22 მონარქისგან, რომელთა მფლობელობაშიცაა  60 მილიარდი დოლარის ღირებულების სამკაულები და უზარმაზარი უძრავი ქონების ერთობლიობა.

 

 

7. The Ellison Family/ ელისონის ოჯახი ამერიკის შეეერთებული შტატებიდან:

სავარაუდო ქონება - 61,8 მილიარდი დოლარი
ლარი ელისონი არის  მსოფლიოში უმსხვილესი IT კომპანია Oracle Corporation-ის თანადამფუძნებელი.
მისტერ ელისონი საკუთარ ქონებს მის ორ ქალიშვილს უნაწილებს, რომლებსაც ხშირად შენიშნავთ წითელ ხალიჩაზე პოზიორობისას.

 

8. The  Zuckerberg Family/ცუკერბერგის ოჯახი შეერთებული შტატებიდან:

ქონების სავარაუდო ღირებულება  - 63 მილიარდი დოლარი
 მარკ ცუკერბერგმა  ,, Facebook”- ის  დიდი იმპერია დააარსა და ამჟამად იგი კომპანიის  ტექნიკური მმართველია.  ცუკერბერგი ქონებას მის ამჟამინდელ მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან  და მათ ორ ქალიშვილთან ერთად იყოფს. 
მარკმა ასვე საჯაროდ განაცხადა, რომ მომავალში მისი ქონების დიდი ნაწილის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაცემას აპირებს.


 

9. The Slim Family/ სლიმის ოჯახი  მექსიკიდან:

ოჯახი დაახლოებით  - 64, 9 მილიარდი დოლარის მფლობელია

სლიმების ოჯახი 2010 წლიდან  2013  წლამდე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახი იყო.  მათი ფინანსური  წარმატება ,, The Grupo Carso” - თან არის დაკავშირებული. 


10.The Mars Family/ მარსის ოჯახი შეერთებული შტატებიდან:

ქონების სავარაუდო ღირებულება  -  70,8 მილიარდი დოლარი

მარსის ოჯახი    კომპანია ,, Mars Inc”- ის მფლობელია.  მარსებმა მომცრო საკონდიტრო ბიზნესი მსოფლიო იმპერიად გარდაქმნეს.  მათ ეკუთვნით:  "სნიკერსი", "მარსი", "ტვიქსი", "ბაუნტი", M&M’s, "მილქი ვეი", "სქიტლზი", "ორბიტი", "ჯუისი ფრუთი", "ვრიგლი", "პედიგრი", "ვისკასი", "როიალ კენინი" და სხვა.


 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top