კორონავირუსის 41 970 ახალი შემთხვევა და 2 238 გარდაცვლილი - მხოლოდ 1 დღეში

ეს პერსონა

⬤ მსოფლიოში CIVID-19-ით ინფიცირების 414 661 შემთხვევა დადასტურდა



➥ საქართველო

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ერთ დღეში 9 პაციენტით გაიზარდა და 70-ს მიაღწია. ასევე, საქართველოში კორონავირუსისგან სულ 9 ადამიანი განიკურნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს ახლა 61 ადამიანი ებრძვის. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკარანტინო ზონებში 4 055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ამის მიზეზი დაავადებული ქალბატონის კონტაქტების ფართო წრეა.

ამასთანავე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არსებული მდგომარეობა ერთი თვით, 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

 

➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოს 196 ქვეყანა მოიცვა. გასულ ერთ დღეში ვირუსის რეკორდული რაოდენობა, 41 970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირების რაოდენობამ 414 661-ს მიაღწია. რეკორდულად გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელმაც 18 552 შეადგინა. 

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან სულ 108 293 ადამიანი განიკურნა.

ამ დროისთვის, დაავადების მიმდინარე ფაზაში 287 816 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 12 988   პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.



➥ იტალია

იტალია COVID-19-ის გავრცელებას კვლავ უშედეგოდ ებრძვის. ქვეყანაში დღითი დღე იმატებს ინფიცირებულთა მაჩვენებელი. გასულ 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 5 249 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ 69 176 შეადგინა.

კორონავირუსისგან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, ინფექციას 6 820 ადამიანი ემსხვერპლა.


➥ თურქეთი

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში სულ 1 529 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 37 ფატალურად დასრულდა.

თურქეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.


➥ აზერბაიჯანი

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის სულ 87 შემთხვევაა აღრიცხული.

მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 87 პაციენტიდან 10-მა სრული გამოჯანმრთელება შეძლო.


➥ სომხეთი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი  14-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 249-ს მიაღწია.

ქვეყანაში ვირუსისგან სულ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა სიცოცხლის გადასარჩენად 245 ადამიანი იბრძვის.

16 მარტს, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top