სომხეთში კორონავირუსს ვერ აჩერებენ

ეს პერსონა

საქართველოს მეზობელ სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება.

სომხეთში, გასულ 24 საათში, კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 249-ს მიაღწია. ეს კავკასიაში COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდი კერაა.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ეს რეალობას არ ცვლის.

იყო ეჭვი, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მის ცოლს კორონავირუსი ჰქონდათ. ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფაშინიანის ცოლი ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდა, რომელზეც მედია წერდა, რომ ინფიცირებული იყო.

ფაშინიანი და მისი მეუღლე საგანგებო კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, 14 მარტს, ფაშინიანებს ვირუსი არ დაუდგინდათ.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 მარტს საღამოს 17:00 საათზე ამოქმედდა და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

0
0
3
9
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top