14 საინტერესო ფაქტი ადამიანის ტვინის შესახებ

ეს პერსონა

საინტერესო ფაქტები ადამიანის ტვინის შესახებ

---------------------------------------------------------------------------------------------------

 

1. „გუშინ ისე დავთვერი, არაფერი მახსოვს“ - მეხსიერების ჩავარდნა ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ფაქტობრივად, განპირობებულია ალკოჰოლის ზემოქმედებით ჰიპოკამპუსზე. ეს ჩვენი ტვინის ნაწილია, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. პრაქტიკულად,  არც არაფერს ვივიწყებთ, რადგან თრობისას ჩვენს ტვინს, ახალი მეხსიერების შენახვა და ჩაწერა, უბრალოდ არ შეუძლია.

 

 

2. „უცხო სახლში ვერ ვიძინებ“ - როდესაც პირველად ვიძინებთ ახალ გარემოში, ტვინი ნახევრად ფხიზელი რჩება, იმიტომ რომ  სურს უფრო მეტი გაიგოს უცხო გარემოს შესახებ.

 

 

3. თუ გასლოკინებს ... - ბრიტანელ მამაკაცს თითქმის სამი წლის განმავლობაში მუდმივად ასლოკინებდა. სავარაუდო დიაგნოზი გულძმარვა იყო. ის იაპონიის სატელევიზიო შოუში მიიწვიეს და სრული კვლევა ჩაუტარეს. შედეგად აღმოაჩინეს საკმაოდ უცნაური ფენომენი -  ჩაატარებული სამედიცინო გამოკვლევებით ტვინის სიმსივნე დადგინდა. როგორც კი მამაკაცს სიმსივნე ამოაჭრეს, მისი ქრონიკული სლოკინი, სამუდამოდ გაქრა.

 

 

4. გაელვება თვალებში - თავის მირტყმისას თვალებში ნათდება - ეს ტვინის იმ უჯრედებზე გავლენაა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მხედველობაზე. ეს ვიზუალური "ჰალუცინაციები" არის ჩვენი ტვინის რეაქცია.

 

5. ბედნიერების ცრემლები“ - ვტირით, როდესაც ძალიან გვიხარია, რადგან ჩვენ ტვინში არსებული ჰიპოთალამუსი, ვერ განასხვავებს ძლიერ ბედნიერებასა და მწუხარებას.

 

 

6. მუსიკის მოსმენის დროს თუ ჟრუანტელი გვივლის, ეს ტვინის მიერ გამოყოფილი დეფამინის შედეგია.

 

7. ტვინსაც აქვს თავისი „გამონაბოლქვი“, რომელის გამოტანა და „განეიტრალება“ ტვინში შემავალი ცერებროსპინალური სითხის მეშვეობით ხდება.

 

8. ადამიანის ტვინი იღებს ჩასუნთქული ჟანგბადის 20% -ს, თუმცა ის ჩვენი სხეულის წონის მხოლოდ 2% -ს შეადგენს.

 

9. ჩვენი ტვინის 73% უბრალოდ წყალია. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დეჰიდრატირებული (წყლის გარეშე) ხართ, შეიძლება დაგიქვეითდეთ ყურადღება, კოგნიტური უნარები და მეხსიერება.

 

10. მთქნარება -  ეს რეაქციაა, რომელიც აგზავნის უფრო მეტ ჟანგბადს ჩვენს ტვინში. ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები...ყველა ამთქნარებს.

 

 

 

 

11. „ფეხზე ვერ ვდგები“ - ნათხემი ტვინის ის ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია დგომაზე, სიარულსა და მოძრაობათა კოორდინირებაზე. მდებარეობს ტვინის უკანა ნაწილში და იწონის  დაახლოებით 150 გრამს.

 

 

 

12. ბაილორის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც მოკლებული არიან თამაშს და სხვებთან ურთიერთობას, აქვთ 20-30%-ით მცირე ზომის ტვინი, სხვა თანატოლებთან შედარებით.


 

13. „არა არ მტკივა“ - ტვინს არ შეუძლია ტკივილის განცდა. ეს ნეიროქირურგებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ თავის ტვინის არეალები, სანამ პაციენტებს ღვიძავთ. მათ შეუძლიათ მიიღონ მყისიერი უკუკავშირი თითოეული პაციენტისგან,  რაც საშუალებას აძლევთ, გამოიკვლიონ კონკრეტული უბნები,  მაგალითად, მეტყველების ან მოძრაობის.

 


 

14. „ტვინი ავარჯიშე“ - ყოველ ჯერზე რაღაცის გახსენებისას,  ავარჯიშებთ თქვენს ტვინს, რადგან ნეიროქიმიური იმპულსი აძლიერებს ნეირონებს შორის კავშირს.

 

0
1
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top