როგორ შეიძლება გადავარჩინოთ დედამიწა? - 5 გიჟური იდეა  

ეს პერსონა

უცნაური იდეები გლობალური პრობლემების გადასაჭრელად

.........................................................................................

 

1.  მივცეთ დედამიწას ჩრდილი
   
პლანეტისთვის "სათვალის მორგება" შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასტრონომ როჯერ ანჟელს ეს სავსებით რეალურად მიაჩნია. მას სურს  დედამიწასა და მზეს შორის,  გიგანტური ,,სათვალე" ააგოს, რომელიც 10,000 კვადრატული მეტრი მინისგან იქნება შექმნილი.  ასტრონომის განმარტებით, ამის საშუალებით, პლანეტაზე მზის მავნე დათბობის ეფექტი   2%-ით შემცირდება. მსგავს გამოსავალს გვთავაზობენ სხვა მკვლევარებიც. კერძოდ, ეკვატორის გარშემო  სივრცეში,  მზისგან დამცავი ნაწილაკების რგოლის შექმნას... ამ პროექტების ღირებულება, დაახლოებით  350 ტრილიონი დოლარი.

 


2. გავახვიოთ გრენლანდია "საბანში"

 კლიმატი იცვლება, იმატებს ტემპერატურა,  რაც მყინვარების  შემცირებას და ყინულის დიდი მასების დნობას განაპირობებს.  ამის თავიდან ასაცილებლად, პროფესორ ჯეისონ ბოქსს, დანიისა და გრენლანდიის გეოლოგიური კვლევისას,  უნიკალური იდეა დაებადა - გრელანდიის 10,000 კვადრატული მეტრი, თავისი სანაპირო ზოლისა და მყინვარების ჩათვლით, გაეხვიათ გიგანტურ პოლიპროპილენის  საბურავებში. მისი აზრით, ეს ხელს შეუშლის  მზის შუქის და თბილი  ქარების ზემოქმედბას  ცივ  კონტინენტზე. 
,, ეს ძალიან ძვირი დაჯდება ” -  განაცხადა ბოქსსმა - ,, მაგრამ, თუ ჩვენ გავიაზრებთ, რა შეიძლება გამოიწვიოს ეკოლოგიურმა პრობლემებმა, ეს შეიძლება ძალიან იაფიც მოგეჩვენოთ!“

 

 

3. წყალმცენარეები 

კოლუმბიის  უნივერსიტეტის დედამიწის  და გარემოსდაცვითი  მეცნიერებების  პროფესორმა,  პიტერ ეიზენბერგერმა  გადაწყვიტა  წყალმცენარეები გამოეყენებინა  ნახშიროჟანგის გაზრდილი კონცენტრაციის გამო დაბინძურებული ჰაერის  გასაწმენდად.  ეიზენბერგერის გუნდმა  წყალმცენარეების გარკვეული სახეობა ჩაუშვა ნახშიროჟანგით გაჯერებულ წყალში, რის შედეგადაც, დაადგინეს,   რომ წყალმცენარეები შთანთქავენ  გაზს   და იზრდებიან  ორჯერ უფრო სწრაფად.  ამ თეორიის თანახმად,  აღნიშნულმა მეთოდმა, შესაძლოა  ატმოსფეროს ნახშიროჟანგით დაბინძურების პროცესი მკვეთრად შეანელოს.

 

4.  "ვატივტივოთ" ქალაქები წყალში


თუკი თქვენ ზღისპირა ქალაქში ცხოვრობთ, შესაძლოა  არქიტექტორ ვინსენტ კალლეუტის ,, Lilypad” -ის პროექტმა დაგაინტერესოთ. კალლეუტის თეორია გულისხმობს  კონცეპტუალურ კუნძულებს, სადაც  50,000-ზე მეტი ადამინის დასახლება იქნება შესაძლებელი. კუნძულები გამოიყენებენ  მზის და ქარის თერმულ ენერგიას და  შექმნიან უდიდეს ელექტრო ქალაქებს.  კალლეუტი იმედოვნებს, რომ ,,Lilypad” -ის პროექტი 2100 წლისთვის იქცევა რეალობად.

 

 


5.   დავასახლოთ  ფიტოპლანქტონი ოკეანის ზედაპირზე

ისეთ დიდ მეცნიერს,  როგორიცა ,, The Climate Foundation“ -ის დამფუძნებელი  ბრაიან ფონ ჰერცენი, სჯერა, რომ ოკეანეში  მაცხოვრებელი მიკროსკოპული ორგანიზმი  ფიტოპლანქტონი, რომელიც ნახშიროჟანს შთანთქავს და ჟანგბადის დიდ ნაწილს წარმოქმნის, შეუძლია გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი  არსება კლიმატის  ცვლილებების შეჩერებისთვის. იმისთვის,  რომ პლანქტონის ეს თვისება,  მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენოთ დედამიწისთვის, ეს  მეცნიერი გვთავაზობს ოკეანის ზედაპირზე  შევქმნათ  პლანქტონის დიდი ,, საცხოვრებელი“ ადგილები, რომლებიც გამდიდრებული იქნება ტუტით სავსე საკვები ნივთიერებით.

 

 


 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top