პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

ეს პერსონა

➤ დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, უელსის პრინც ჩარლზს, კორონავირუსი დაუდგინდა



უელსის პრინცს და გაერთიანებული სამეფოს მემკვიდრეს, ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"71 წლის პრინც ჩარლზს აქვს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები" - განაცხადა სამეფო კარის სპიკერმა.

კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა 72 წლის, კორნოულის პრინცესასაც, თუმცა ინფექცია მას არ დაუდგინდა.

”შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვისგან დაინფიცირდა პრინცი, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ის რამდენიმეჯერ ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

პრინცი ჩარლზი და პრინცესა კამილა ამ დროისთვის იზოლირებულები არიან.

0
0
6
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top