ხელის დაბანის 5 სცენა ფილმებიდან, რომელიც საკუთარ თავს გაგახსენებთ

ეს პერსონა

ჰოლივუდური ხელები ჰოლივუდური ღიმილის ნაცვლად

თუ სულ რამდენიმე თვის წინ შეგვეძლო გვეკამათა იმაზე თუ რას აკეთებენ ადამიანები ყველაზე ხშირად ერთი დღის მანძილზე, დღეს ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ეს ხელების დაბანაა.

კორონავირუსის გავრცელების ჟამს, ნებისმიერი საგანის შეხება 50/50-ზე დაინფიცირების ალბათობას გვაძლევს. შესაბამისად, ექიმები, ტელევიზორები, ბებიები, გამვლელები და უკვე ჩვენი დაპანიკებული ნერვებიც მუდამ ხელების დაბანას გვიბრძანებენ. თანაც ინსტრუქციებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ხელების დაბანისას: ვიმღეროთ დაბადების დღის სიმღერა ორჯერ, ვთქვათ ვეფხისტყაოსნის ორი კუპლეტი ან დავითვალოთ ორმოცამდე…

ასეთ რეალობაში საინტერესოა იმის გახსენება, თუ როგორ იბანდნენ ადამიანები ხელებს 2020 წლამდე. სწორედ ამიტომ, "ეS პერსონა" გთავაზობთ იმ 5 ყველაზე ცნობილ ხელების დაბანის სცენას ფილმებიდან, რომელიც საკუთარ თავს გაგახსენებთ:

#1 ნორმან ჯუისონის იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი/ Jesus Christ Superstar (1973)


#2 ჯეიმს ლ. ბრუკსის უკეთესი არ არსებობს/ As Good As It Gets (1997) 

#3 მარტინ სკორსეზეს ავიატორი/ Aviator (2004) 

#4 ვუდი ალენის იყოს რაც იქნება/ Whatever Works (2009)

5) დარენ არანოფსკის შავი გედი/Black Swan (2010)

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top