დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის - თბილისის მერიის ახალი წამოწყება

ეს პერსონა

დღეიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერისა და თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდებზე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან. ისინი ვირტუალურ კონცერტებს გამართავენ

"დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!  - ამ მოწოდებით  ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი იწყება.  
დარჩით სახლში პოზიტიური განწყობით და გაატარეთ დრო საყვარელ მომღერლებთან ერთად!
სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს თუ მომღერლებს, შეუერთდებიან მთხრობელები, რომლებიც გვიამბობენ საინტერესო ამბებს ჩვენ დედაქალაქზე. #უსმინეთბილისს იქ სადაც ხარ- სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ! თბილისური ჰანგებით, ჩვენ თქვენთან მოვალთ!" - ნათქვამის თბილისის მერიის ფეისბუქ პოსტში.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top