მეუფე საბა: ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

ეს პერსონა

ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ეპარქიის მღვდელმთავარმა დაასახელა მოძღვრის ვინაობაც და თქვა, რომ იგი დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია.

„მისი ნებართვით, მინდა მისი სახელი და გვარი ვთქვა, ვინაიდან ამით მაგალითი მივცეთ სხვა პირებს. დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დამალო არაფერი, არამედ - პირიქით. სასულიერო პირი, რომელიც დაინფიცირებულია, არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი“, - განაცხადა მეუფე საბამ.

ამერიკაში მოღვაწე დეკანოზს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. ის ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში მსახურობს.

ტეგები:
1
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top