ვაზიანის ბაზიდან 5 სამხედრო მოსამსახურე კლინიკაში გადაიყვანეს

ეს პერსონა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო მოსამსახურეებს მომატებული ტემპერატურა აქვთ.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ პირველადი შეფასებით, სამხედროები გაცივდნენ და ფაქტი ახალ კორონავირუსს არ უკავშირდება, თუმცა ზუსტი დიაზნოზი ხვალ გახდება ცნობილი.

1
0
2
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top