ნიუ-იორკში, კორონავირუსით ინფიცირებულებს, ჩინეთის რჩევით, C ვიტამინით მკურნალობენ

ეს პერსონა

ნიუ-იორკის საავადმყოფოებში, კორონავირუსით ინფიცირებულებს, ჩინელი ექიმების რჩევით, C ვიტამინით მკურნალობენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ექიმ ენდრიუ ვებერის თქმით, მან ჩინური გამოცდილება პრაქტიკაში გადაიტანა და თავის პაციენტებს 1500 მილიგრამი C ვიტამინი ინტრავენური გზით გაუკეთა. ამის შემდეგ პაციენტებს ხელახლა დაენიშნათ ძლიერი ანტიოქსიდანტი დღეში სამჯერ ან ოთხჯერ. 

გამოცემის თანახმად, ზრდასრული მამაკაცისთვის C ვიტამინის რეკომენდირებული დოზა 90 მგ-ია, ხოლო ქალებისთვის 75მგ.

ექიმ ვებერის თქმით, მკურნალობის ეს მეთოდი ექსპერიმენტულია. მას იყენებენ შანხაიში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენეტებზე.

სამედიცინო კომპანია Northwell-ის სპიკერმა, ჯეისონ მოლინეტმა აღნიშნა, რომ C ვიტამინი ფართოდ გამოიყენება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების განკურნების მიზნით. მისი თქმით, მკურნალობის გადაწყვეტილებას კლინიკა იღებს.

მოლინეტის განცხადებით, Northwell-ის კლინიკებში (23 კლინიკა ნიუ-იორკში) ამ მეთოდით სულ 700 პაციენტი მკურნალობს. 

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის შტატში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 665 შემთხვევაა დაფიქსირებული.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top