საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიისთვის ბრძოლას 50 კანდიდატი შემორჩა

ეს პერსონა

20 ივნისის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 139 კანდიდატიანი სიიდან 50 კანდიდატი შეარჩია. ზემოაღნიშნული 50 კანდიდატიდან, ახალ შესარჩევ ეტაპზე სია კიდევ უფრო დავიწროვდება და საბოლოოდ საქართველოს პარლამენტს 18 მოსამართლეობის კანდიდატის სია წარედგინება 50-დან. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა. საბჭოს სხდომებს სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, რადგან იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top