ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა

ეს პერსონა

ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა. 30 მარტს, ალიანსის შტაბ-ბინის ეზოში ქვეყნის დროშის აწევის ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი.

"27 მარტს, შეერთებულმა შტატებმა, როგორც ხელშეკრულების შემსრულებელმა მიიღო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკისგან, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას ნატოს ოცდამეათე წევრად ხდის. 30 მარტს ნატო-ს შტაბის წინ აიწევა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა", - თქვა პომპეომ.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა და მაკედონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2018 წლის ივნისში, რომლითაც შეწყდა ხანგრძლივი დავა ქვეყნის სახელწოდების შესახებ.

წყარო: RIA
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top