მამუკა ბახტაძე NATO-ს გაფართოებას შესანიშნავ მიღწევად აფასებს

ეს პერსონა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში ოფიციალურად გაწევრიანებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა. ბახტაძე წერს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება შესანიშნავი მიღწევაა.

"ჩრდილოეთ მაკედონია ოფიციალურად გახდა ნატოს 30-ე წევრი. ეს შესანიშნავი მიღწევაა, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის მოსახლეობა იმსახურებდა. საქართველო რჩება ერთგული ნატო-სკენ სწრაფვის. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივაქციოთ ერთიანობას და ინსტიტუტების ნდობას!", - წერს მამუკა ბახტაძე.

30 მარტს, ალიანსის შტაბ-ბინის ეზოში ჩრდილოეთ მაკედონიის დროშის აწევის ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პომპეომ დღეს განაცხადა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა და მაკედონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2018 წლის ივნისში, რომლითაც შეწყდა ხანგრძლივი დავა ქვეყნის სახელწოდების შესახებ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top