ამერიკაში 100 000-ზე მეტი ინფიცირებულია

ეს პერსონა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება უკიდურესად დამძიმდა. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა.

ამ წუთისთვის, შეერთებულ შტატებში ინფიცირების 100 511 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო 1 545 გარდაცვალების. დაბალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი - 2 465.

ქვეყანაში ყველაზე მძიმე ვითარება ნიუ-იორკის შტატშია, სადაც ვირუსის 44 810 შემთხვევაა აღრიცხული.

13 მარტს, კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top