ამირან გამყრელიძე: ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი

ეს პერსონა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების  სამი შემთხვევის პირველწყარო დადგენილი არ არის და დიდი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი

.............................................................................

 

„ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი და არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

3
0
2
6
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top