ესპანეთის მთავრობა საყოველთაო კარანტინის პირობებს ამკაცრებს. ახალი დადგენილების თანახმად, ყველა დასაქმებული, გარდა განსაკუთრებულ საჭიროებებზე მომუშავე პირებისა, სახლში 2 კვირის განმავლობაში უნდა დარჩეს. ამის შესახებ The Guardian წერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრის დროს მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა სადაც ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში ინფიცირების 73 235 შემთხვევაა დაფიქსირებული.