ესპანეთის 86 წლის პრინცესა კორონავირუსს ემსხვერპლა

ეს პერსონა

ევროპის სამეფო ოჯახებში კორონავირუსს პირველი მსხვერპლი ჰყავს. COVID-19-ით ესპანეთის 86 წლის პრინცესა მარია ტერეზა ბურბონ-პარმა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მარია ტერეზას გარდაცვალების შესახებ Facebook-ზე მისმა უმცროსმა ძმამ, პრინცმა სიქსტ დე ბურბონ-პარმელმა დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსის 78 797 შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან 6 528 ტრაგიკულად დასრულდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top