6 უცნობი ფაქტი Iphone-ს შესახებ

ეს პერსონა

ყველამ ვიცით, რომ Apple-ს პროდუქციამ მსოფლიო შეცვალა. 10 წელზე მეტია გასული, რაც "აიფონი" გაყიდვაშია და ის კვლავ აგრძელებს განვითარებას, მაგრამ ეფლის მცდელობა შეექმნა ტელეფონი, აიფონით არ დაწყებულა. 

1. "აიფონი" არ იყო "ეფლის" პირველი ტელეფონი

The Rokr E1 - იყო ეფლის პირველი სანქცირებული მობილური ტელეფონი, რომელიც აიფონამდე 2 წლით ადრე 2005 წელს გამოუშვეს. Apple და Motorola’s Rokr E1 იყო პირველი, რომელმაც iTunes-ი გაუშვა.

2. "ეფლმა" იწინასწარმეტყველა, რომ პროგრამა  Siri იქნებოდა წარმატებული

Siri აღმოჩნდა პროგრამა, რომლის გამოც Iphone 4s-ს დიდი გაყიდვა ჰქონდა. "ეფლმა" პროდუქცია 2011 წლის ოქტომბერში, სტივ ჯობსის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გამოუშვა. Siri ეფლის წინასწარმეტყველებას ამართლებს. 1980-იან წლებში  პროგრამის კონცეფციაზე "ეფლის" მაშინდელი გენერალური დირექტორი, ჯონ სკულმი მუშაობდა, რომელმაც Knowledge Navigator-ი უწოდა. 

3. "ეფლმა" 2.2 მილიარდი აიფონი გაყიდა

მას შემდეგ, რაც "აიფონის" დებიუტი შედგა, დღემდე  2.2 მილიარდია გაყიდული. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ის მოსახლეობა. 

4. Iphone 6 არის "ეფლის" ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელი

მას შემდეგ, რაც 2014 წელს Iphone 6 და 6 პლუსი გამოვიდა, გაყიდულია 222 მილიონი მოდელი, უფრო მეტი კი Iphone 6 გაიყიდა.  ამასთან, Iphone 6  250 მილიონი ერთეულით  ჩამორჩება Nokia-ს 110 მოდელის გაყიდვებს, რომლის ერთ-ერთი თამაში „გველები“ ყველას კარგად გვახსოვს. 

5. პირველი Iphone "ეფლს" არ ეკუთვნოდა

"ეფლმა" iphone.org 1999 წლის დეკემბერში დაარეგისტრირა.  თუმცა მანამდე (1998 წლამდე)  Cisco იყენებდა სახელ „აიფონს“ თავისი უსადენო VIP ქსელისთვის.  საბოლოოდ, "ეფლმა" მოახერხა შეთანხმება კომპანია Cisco-სთან, რომ სახელწოდება „აიფონი“ მათ გამოეყენებინათ.  შეთანხმება, რა თქმა უნდა ბევრად კარგი "ეფლისთვის" აღმოჩნდა.

6. ყველაზე ხანმოკლე "აიფონი" ისტორიაში

მიუხედავად იმისა, რომ "ეფლი" Iphone-ს ახალ მოდელებს ყოველ წელს უშვებს, ძველი მოდელები, როგორც წესი ცოტათი იაფდება, თუმცა ზოგი მოდელი ცოტახნით „ცოცხლობს“

მას შემდეგ, რაც პირველი თაობის Iphone გამოვიდა 2007 წლის 27 ივნისს, "ეფლმა" დაიწყო 4GB მოდელის გაყიდვა, თუმცა მხოლოდ 2 თვის განმავლობაში, აღნიშნული მოდელი მაღაზიებში მხოლოდ 2007 წლის 5 სექტემბრამდე შერჩა. ამავდროულად, ეფლმა $200-ით  დაწია  8GB მოდელის ფასი.
 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top