რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობისას - ვიდეო

ეს პერსონა

27 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებას ხელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა.

შეიძლება ითქვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იგივე ზომები გაატარეს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დანარჩენ ტერიტორიაზე. 

დე ფაქტო მთავრობამ საზღვარი რუსეთთან და ენგურის ხიდზე გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ტერიტორიაზე დახურეს ბაზრები, თუმცა მაღაზიები და სუპერმარკეტები კვლავ მუშაობენ. ხოლო ახლო კონტაქტის თავიდან ასარიდებლად, მომხმარებლებს რიგ-რიგად უშვებენ, ისევე როგორც საქართველოში.

რესტორნები და კაფეები კლიენტებს აღარ მასპინძლობენ. ზოგი მათგანი მხოლოდ მიტანის სერვისზე გადავიდა

უფრო ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top