მოსკოვში კარანტინი გამოცხადდა

ეს პერსონა

მოსკოვში და მის გარეუბანში კარანტინი გამოცხადდა და მოქალაქეებისთვის ახალი წესები დაწესდა. ამის შესახებ BBC წერს.

მოსკოვის მერმა სერგეი საბიანინმა განაცხადა, რომ ქალაქის მაცხოვრებელიმაცხოვრებელი უკვე ხვალ ვალდებული იქნება თვითიზოლაციის წესები დაიცვას.

გამკაცრებული ზომების მიღების შემდეგ მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში შეეძლებათ:

  • პროდუქტის ან მედიკამენტების საყიდლად სახლთან მდებარე უახლოეს მაღაზიაში წასვლა
  • ნაგვის გადაყრა
  • შინაური ცხოველის გასეირნება

ახალი წესები მოქალაქეებს მოსკოვის დატოვების უფლებას არ უზღუდავს, თუმცა მერიის ინფორმაციით, გასვლის მიზეზი უნდა დასაბუთდეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top