მსოფლიოში კორონავირუსის გამო 3 მილიარდზე მეტი ადამიანი იზოლაციაშია

ეს პერსონა

მსოფლიოში, ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხის გამო 3,38 მილიარდი ადამიანი იზოლაციაშია. იზოლაციის რეჟიმი გამოყენებულია 78 ქვეყანაში და ეს დედამიწის მოსახლეობის 43%-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს.

იზოლაციის რეჟიმი, 18 მარტისთვის, 500 მლნ ადამიანზე ვრცელდებოდა. 23 მარტს 1 მლრდ ადამიანზე, 24 მარტს 2 მლრდ ადამიანზე, ხოლო 25 მარტს 3 მლრდ ადამიანს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top