შსს საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას სწავლობს

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტში ქართველი ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ ვებ-გვერდმა ZDNet გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა.

საუბარია ისეთ მონაცემებზე, როგორებიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი მისამართი, საიდენტიფიკაციო და ტელეფონის ნომრები.

ჰაკერული ფორუმის წევრის მტკიცებით, პირადი მონაცემები ცესკოს ვებგვერდიდანაა აღებული.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top