"კორონავირუსთან საბრძოლველად რუსეთმა და ჩინეთმა აშშ-ს დახმარება გაუგზავნეს" - დონალდ ტრამპი

ეს პერსონა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად მათ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან გაუგზავნეს დახმარება, რის გამო ტრამპი „სასიამოვნოდ გაოცებული“ აღმოჩნდა.ამის შესახებ CNN წერს.

რუსეთმა აშშ-ს სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა.

„რუსეთმა ძალიან-ძალიან დიდი თვითმფრინავი გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

30 მარტს ტრამპი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს COVID-19-თან ბრძოლის შესახებ ესაუბრა. მათ ასევე განიხილეს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა.

 აშშ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ბოლო მონაცემებით, 164.359 ადამიანს Covid-19 აღმოუჩინეს, დაღუპულთა რიცხვი კი 3,173-ს შეადგენს.

 აშშ-ის მთავრობამ 2 ტრილიონი დოლარის ღირებულების ანტიკრიზისული პაკეტი მიიღო , რომლის მიზანია ეკონომიკის მხარდაჭერა კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top