საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ეს პერსონა

⬤ კომენდანტის საათი ყოველდღე 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს


საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი და 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ რეგულაციის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top