ჰაკერებმა Marriot-ის 5 მილიონზე მეტი სტუმრის მონაცემი მოიპარეს

ეს პერსონა

ჰაკერებმა სასტუმროთა ქსელ Marriot-ის მილიონობით სტუმრის მონაცემები მოიპარეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის თანახმად, მოპარულია 5.2 მილიონზე მეტი სტუმრის პირადი მონაცემი.ჰაკერებმა კლიენტების მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და მოიპარეს ისეთი მონაცემები, როგორიცა დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონი ნომრები, მისამართები და მომსახურების სასურველი ენა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top