რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს Covid 19-ით აშშ-ში - ტრამპი ექიმების ვარაუდს აჟღერებს

ეს პერსონა

ტრამპი: ექიმების ვარაუდით, აშშ-ში შესაძლოა 200 000-მდე ადამიანი დაიღუპოს

....................................................................................................

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ახალი კორონავირუსის შესახებ ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ერთი თვის განმავლობაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  მთავრობის მიერ შემუშავებული წესების დაცვა.

"სულ ვეკითხები ექიმებს, რა მოხდებოდა, რომ არ დაგვეწესებინა მკაცრი წესები -  ამ შემთხვევაში ყველაზე მცირე 1,6 მილიონი ამერიკელი დაიღუპებოდა, მაგრამ შეიძლება დაღუპულიყო 2,2 მილიონზე მეტიც კი. ადამიანები დაიღუპებოდნენ ყველგან, თვითმფრინავებში, სასტუმროებში“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით,  მას მედიკოსებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. მისივე განცხადებით, ექიმების ვარაუდით, მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი, შესაძლოა, 100,000-დან 200,000-მდე ადამიანი დაიღუპოს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top