აშშ-ის დაზვერვა: ჩინეთი ვირუსის გავრცელების რეალურ მონაცემებს მალავს

ეს პერსონა

"ჩინეთმა დამალა კოროვირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბები" - ამის შესახებ თეთრი სახლისთვის აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებში ზოგადი შემთხვევებია აღრიცხული და რეალურად, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტია.

Bloomberg-ი წერს, რომ ანგარიში დაზვერვამ თეთრ სახლს გასულ კვირას წარუდგინდა და ის საიდუმლო დოკუმენტია, თუმცა მის დეტალებზე დაზვერვის სამმა წარმომადგენელმა გამოცემასთან ანონიმურად ისაუბრა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 200 269 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო მათგან 4 394 გარდაცვლილია.

რაც შეეხება ჩინეთს, ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ 81 554 შეადგინა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top