აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

ეს პერსონა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა და ბოლო მონაცემებით, სულ 205 035 შეადგინა.

ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მძიმე ვითარება ნიუ-იორკის შტატშია, სადაც ვირუსის 83 712 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 1 941 გარდაცვლილია.

13 მარტს, კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top