აშშ-ში კორონავირუსით საქართველოს 10-მდე მოქალაქე დაინფიცირდა

ეს პერსონა

"აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს 10-მდე მოქალაქეა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია, რაც საკონსულოს აქვს. რამდენიმე ელოდება ტესტის პასუხს", - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკაში მცხოვრების საქართველოს ყველა მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას და ასეთ დროს ეს კომუნიკაციის პრობლემას ქმნის.

„დღეს საკონსულო აღრიცხვაზე სულ 10 ათასამდე მოქალაქეა, რაც რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის რეალურ რიცხვთან, ამიტომაც ჩვენ ინფორმაციას ღია წყაროებით ვაწვდით ჩვენს მოქალაქეებს“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

13 მარტს, კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top